პსჟ ნეიმარის გასხვისებას გეგმავს #1TVSPORT
პსჟ ნეიმარის გასხვისებას გეგმავს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნეიმარის გასხვისებას აპირებს, – იუწყება Le Parisien.

გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიელი ლეგიონერის გაყიდვა პარიზული კლუბის ყატარელი მფლობელების უშუალო გადაწყვეტილებაა, რომელიც კილიან მბაპესთან მრავალმილიონიანი ახალი კონტრაქტის გაფორმებითაც არის განპირობებული

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.