„პარი სენ-ჟერმენი“ განწყობილია იმისთვის, რომ გამოეთხოვოს ბრაზილიელ ვარსკვლავს ნეიმარს, – ამის შესახებ რამდენიმე ფრანგული გამოცემა წერს.
წყაროს ცნობით, პსჟ-ს სურს, მოიშოროს ფორვარდი და განიხილავს მისი პოტენციური წასვლის სხვადასხვა ვარიანტს. მაგალითად, პარიზული კლუბი მზად არის, იჯარითა და შემდეგ გამოსყიდვის უფლებით გაუშვას ნეიმარი. ასევე არ არის გამორიცხული კონტრაქტის გაწყვეტა.
პსჟ-ის სპორტულ დირექტორს, ლუიშ კამპუშს სურს, შესთავაზოს „მანჩესტერ სიტის“ ნეიმარის გაცვლა ბერნარდო სილვაზე, რათა არ გადაიხადოს თანხა პორტუგალიელში. „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ აცხადებენ პრეტენზიას ბრაზილიელზე, მაგრამ ლონდონური კლუბი არ არის მზად, გადაუხადოს სრული ხელფასი.