„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა მზად არის, გაყიდოს ფორვარდი კილიან მბაპე.
როგორც გაზეთი The Telegraph-ი წერს, პარიზულ კლუბს ამ ტრანსფერიდან 300-350 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
ოქტომბერში საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უნდა პსჟ-დან წასვლა.
ამ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 20 მატჩში 19 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მხარეებს შორის მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.