„პარი სენ-ჟერმენი“ სერიოზულად არის განწყობილი 22 წლის ესპანელი გარემარბის ნიკო უილიამსის შეძენისთვის. ეს ინფორმაცია გაზეთმა L’Équipe-მა გაავრცელა.
პარიზელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე უკმაყოფილოა თავისი გუნდის შეტევითი შესაძლებლობებით, ამიტომაც სერიოზულად განიხილავს „ბილბაოს“ შემტევის შეძენას.
ამ მომენტისთვის პსჟ-ს არ გააჩნია პრობლემა უილიამსის გამოსასყიდი თანხის გადახდაზე, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა რთული იქნება თავად ფეხბურთელის დაყოლიება, რომლის შეძენა „ბარსელონასა“ და პრემიერლიგის რამდენიმე გრანდს სურს.