ცნობილი გახდა რა პირობებს სთავაზობს „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესის.
როგორც TNT Sports-ის ჟურნალისტი მარსელო ბეჰლერი წერს, ფრანგული კლუბი 33 წლის არგენტინელს 2+1 სქემით კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს, ხოლო გარიგების ფინანსური ნაწილი ისეთია, რომ მას ვერც ერთი სხვა კლუბი ვერ გადაფარავს, – მიაჩნიათ პარიზელებს.
მესისთან მოლაპარაკებებისას გადამწყვეტი არგუმენტია – „პარი სენ-ჟერმენის“ წარმატებები ჩემპიონთა ლიგაში. გასულ სეზონში გუნდი მივიდა ფინალამდე, წელს კი თამაშობს ნახევარფინალში, თან გზად „ბარსელონა“ და მოქმედი ჩემპიონი „ბაიერნი“ გაიარა.
მესის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.