„პსჟ“ მბაპეს წელიწადში 50 მილიონს შესთავაზებს
„პსჟ“ მბაპეს წელიწადში 50 მილიონს შესთავაზებს

„პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის ახალი კონტრაქტი შესთავაზოს ფორვარდ კილიან მბაპეს. ამის შესახებ ფრანგული პრესა წერს.

20 წლის ფეხბურთელის მიმართ სერიოზული დაინტერესება არსებობს „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მხრიდან. პსჟ-ში შიშობენ მბაპეს სავარაუდო დაკარგვის გამო და მიუხედავად იმისა, რომ მასთან 2022 წლის ზაფხულამდე აქვთ კონტრაქტი, მზად არიან ახალგაზრდა ვარსკვლავს ახალი ხელშეკრულება შესთავაზონ, რომლის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონი წელიწადში 50 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (კვირაში 950 ათას ევროს).

მბაპემ გასულ სეზონზე 44 გოლი გაიტანა, აქედან 39 კლუბში და ხუთი – საფრანგეთის ნაკრებში.