ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება და პსჟ-ს ახალგაზრდა ვარსკვლავის, კილიან მბაპეს მომავალი კვლავ გაურკვეველი რჩება. მისი კონტრაქტი პარიზელებთან მომავალ წელს იწურება და ფორვარდი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
ფრანგული მედიის ცნობით, მადრიდელებმა პარიზელებს მბაპეს სანაცვლოდ 160 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა, პსჟ-ს ხელმძღვანელობამ ეს წინადადება უარყო და 22 წლის ვარსკვლავის სატრანსფერო თანხად 200 მილიონი დაასახელა.
„სამეფო კლუბის“ მხრიდან 40 მილიონით გაზრდილ თანხაზე, ჯერ პასუხი უცნობია და კილიან მბაპეს მომავალი კლუბის საკითხიც კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.