პსჟ მბაპეს ნებისმიერ კლუბში გაასხვისებს, როცა ყველაზე ხელსაყრელ შეთავაზებას მიიღებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მენეჯერები კილიან მბაპეს ამ ზაფხულს ნებისმიერ კლუბს მიჰყიდიან, რომელიც ყველაზე დიდ თანხას გადაიხდის, – იუწყება Sky Sports-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ფრანგ თავდამსხმელს პსჟ-ში განუმარტეს, რომ აუცილებლად გაასხვისებენ, თუ პარიზულ კლუბთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, რომელიც 2024 წლის ივნისში იწურება.
მბაპესთვის ბრძოლაში ფავორიტად „რეალი“ მიიჩნევა, მაგრამ ფრანგის შეძენას „ლივერპულიც“ ცდილობს და ინგლისელებმა პარიზულ კლუბს ამ წინადადებით უკვე მიმართეს.
გასულ სეზონში კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩატარა, გაიტანა 41 გოლი და ათი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.