პსჟ მბაპეს ნებისმიერ კლუბს მიჰყიდის, რომელიც ყველაზე მეტს გადაიხდის #1TVSPORT
პსჟ მბაპეს ნებისმიერ კლუბს მიჰყიდის, რომელიც ყველაზე მეტს გადაიხდის #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, კილიან მბაპეს დაახლოებით ორი კვირა რჩება იმისთვის, რომ კარიერის გაგრძელების ადგილთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს.

როგორც Sky Sports-ი ამტკიცებს, პსჟ-ის ხელმძღვანელობა ფორვარდისგან ითხოვს 31 ივლისამდე გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა მომავალში. თუ ის აგვისტოს დასაწყისამდე არ გააგრძელებს კონტრაქტს პარიზულ კლუბთან, მინიმუმ, ერთი წლით, მაშინ საფრანგეთის ჩემპიონი გაყიდის თავის ლიდერს.

ასეთ შემთხვევაში, „პარი სენ-ჟერმენი“ იმ კლუბს მიჰყიდის მბაპეს, რომელიც მასში ყველაზე მეტ თანხას გადაიხდის.