პსჟ - მანჩესტერ იუნაიტედი შესაძლოა მაყურებლების გარეშე ჩატარდეს
პსჟ - მანჩესტერ იუნაიტედი შესაძლოა მაყურებლების გარეშე ჩატარდეს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის, შესაძლოა, მაყურებლების გარეშე გაიმართოს. „ეკიპის“ ინფორმაციით, უეფას სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტილებას 11 იანვარს მიიღებს.

პარიზულ კლუბს სასჯელი ემუქრება „ცრვენა ზვეზდასთან“ ჯგუფური ეტაპის მატჩზე გულშემატკივართა საქციელის გამო. იმ შეხვედრაში ფანებმა მინდორზე ანთებული პეტარდები ისროლეს, სტადიონის მიღმა ტერიტორიაზე კი პოლიციის თანამშრომლებს ესროლეს პიროტექნიკა.

აღნიშნული შეხვედრა 6 მარტს გაიმართება. მანამდე, მატჩი მანჩესტერის „ოლდ ტრაფორდზე“ 12 თებერვალს შედგება.