“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა იმ ხუთ მწვრთნელს ასახელებს, რომლებიც ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, უნაი ემერის შემცვლელებად მოიაზრებიან, – ირწმუნება RMC.
პარიზელები ახალ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ მაურისიო პოჩეტინოს (“ტოტენჰემი”), ჟუზეპ გვარდიოლას (“მანჩესტერ სიტი”), ანტონიო კონტეს (“ჩელსი”), აგრეთვე კარლო ანჩელოტისა და ლუის ენრიკეს, რომლებიც უგუნდოდ არიან.
გარდა ამისა, ფრანგულ პრესაში იტყობინებიან, რომ ემერის უახლოეს დღეეში დაითხოვენ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ხოლო სეზონის ბოლომდე პსჟ-ს მისი ასისტენტი ზუმანა კამარა ან კლუბის სპორტული დირექტორი მაქსველი უხელმძღვანელებს.
“პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა.