„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა, შესაძლოა, ზაფხულში გუნდი დატოვოს იმის მიუხედავად, რომ ცოტა ხნის წინ პარიზში დარჩენის სურვილი გამოთქვა. გაზეთ AS-ის ინფორმაციით, პსჟ-ის ხელმძღვანელობა მზად არის ბრაზილიელი ფეხბურთელი 90 მილიონ ევროდ გაყიდოს.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, 30 წლის ნეიმარი უკვე შეყვანილია სატრანსფერო სიაში. კლუბის ხელმძღვანელობას შემადგენლობის სერიოზულად გარდაქმნა სურს, თუმცა, ნეიმარს 90 მილიონ ევროზე იაფად არ გაყიდის. შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 2017 წელს „ბარსელონას“ ბრაზილიელის სანაცვლოად 222 მილიონი ევრო გადაუხადა.
ამ სეზონში ნეიმარმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მისი მოქმედი კონტრაქტი პსჟ-სთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.