პსჟ-მა მიიღო „ალ-ჰილალის“ წინადადება ნეიმარის თაობაზე, თავად ფეხბურთელიც თანახმაა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ და საუდის არაბეთის „ალ-ჰილალმა“ ნეიმარის ტრანსფერზე მოილაპარაკეს.
როგორც გამოცემა RMC Sport-ი იტყობინება, კლუბები მივიდნენ შეთანხმებამდე 31 წლის ფეხბურთელის არაბულ გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით. პსჟ-მა მიიღო წინადადება, რომლითაც „ალ-ჰილალმა“ მიმართა.
თავად ნეიმარიც, პრინციპში, თანახმაა გადასვლაზე. „ალ-ჰილალი“ ჯერჯერობით ისევ ელოდება ფეხბურთელისგან საბოლოო პასუხს, მაგრამ ყველა დარწმუნებულია, რომ ტრანსფერი შედგება.
„ალ-ჰილალის“ გარდა, ნეიმარის მიმართ ინტერესს იჩენენ MLS-ის კლუბები და „ბარსელონა“.