პსჟ-მ მბაპე ტრანსფერზე დააყენა - ფორვარდს იაპონურ ტურნეში არ წაიყვანენ #1TVSPORT
პსჟ-მ მბაპე ტრანსფერზე დააყენა - ფორვარდს იაპონურ ტურნეში არ წაიყვანენ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენმა“ იაპონურ ტურნეში წამსვლელი ფეხბურთელების სიიდან ამოშალა ფორვარდი კილიან მბაპე, – დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

უფრო მეტიც, კლუბმა ტრანსფერზე დააყენა თავისი კაპიტანი. პარიზელები 22 ივლისიდან დაიწყებენ ნებისმიერი შეთავაზების განხილვას მბაპესთან დაკავშირებით.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაელოდოს მბაპეს არჩევანს და გამოეთხოვოს ფეხბურთელს, რადგან პსჟ დარწმუნებულია, რომ კილიანმა უკვე შეათანხმა 2024 წელს მადრიდის „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლის პირობები.

საფრანგეთის ჩემპიონს იმედი ჰქონდა, რომ მბაპე 15 ივლისამდე გააკეთებდა არჩევანს კონტრაქტის გაგრძელებასა და ამ ზაფხულს გუნდიდან წასვლას შორის, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

ახლა მბაპე გარიცხეს წინასასეზონო ტურიდან და განიხილება მისი კლუბიდან წასვლის შეთავაზებები.