აგვისტოს ბოლოს „პარი სენ-ჟერმენში“ ლიონელ მესის გადასვლამ ძალიან კარგად იმოქმედა პარიზელი ფეხბურთელების მაისურების რეალიზაციაზე. ამ მომენტისთვის გაყიდულია არგენტინელის დაახლოებით მილიონი მაისური. რიცხვი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა წარმოებაში შეფერხება, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.
„მესი – შესანიშნავი აქტივია. კომერციული თვალსაზრისით, მისი გავლენის შეფასება რთულია. ჩემი აზრით, გასულ წელს ყველა კლუბზე უფრო მეტი მაისური გავყიდეთ. წელს კი მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია. მოთხოვნა 30-40 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ უფრო მეტი მაისურის გამოშვება რომ შეგვეძლოს, კიდევ მეტს გავყიდდით“, – განაცხადა სპონსორულ გარიგებებში „პარი სენ-ჟერმენის“ დირექტორმა მარკ არმსტრონგმა.