ბრაზილიური „ფლამენგოს“ ნახევარმცველი ლუკას პაკეტა კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს, – იტყობინება FOX Sports-ის ბრაზილიური გვერდი.
გამოცემის ინფორმაციით, ევროპულ კლუბებს შორის 21 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლა „პარი სენ-ჟერმენმა“ მოიგო. პაკეტასთან ამ დღეებში გაფორმდება კონტრაქტი, რომელიც 2019 წლის იანვრიდან შევა ძალაში, როცა ბრაზილიაში დასრულდება სერია A-ს გათამაშება. გარიგების ფინანსური დეტალები პრესისთვის უცნობი დარჩა.
პაკეტა „ფლამენგოს“ აღზრდილია.
ამ გუნდში მას 2016 წელს ჰქონდა დებიუტი. ამ სეზონში ნახევარმცველმა ბრაზილიის ჩემპიონატის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ მომენტისთვის, „ფლამენგო“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.