პსჟ-მ და „იუვენტუსმა“, შესაძლოა, იკარდი და რონალდო გაცვალონ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენსა“ და „იუვენტუსს“ მოთამაშეების გაცვლა სურთ. ტურინულ კლუბს აინტერესებს პარიზელთა 28 წლის ფორვარდი მაურო იკარდი და იტალიელები მზად არიან გუნდის მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო არგენტინელში გაცვალონ. ეს ინფორმაცია გაზეთმა „ეკიპმა“ გაავრცელა.
რონალდოს მომავალი კარიერის შესახებ ჭორები რამდენიმე თვეა გრძელდება. ევროპულ პრესაში დარწმუნებულნი არიან, რომ პორტუგალიელი არაკომფორტულად გრძნობს თავს „იუვენტუსში“. ცოტა ხნის დაიწერა, რომ კრიშტიანო ძალიან გაბრაზებულია „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობაზე, რომელსაც რონალდოს მიწვევა იმისთვის სურდა, რომ მას ახალგაზრდა კილიან მბაპე შეეცვალა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმოქმედებს ეს ფაქტი პარიზელთა და ტურინელთა სავარაუდო გარიგებაზე.
რონალდო „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს. თავის მხრივ, იკარდი „პარი სენ-ჟერმენში“ 2019 წელს გადავიდა.