პსჟ-მ ჩემპიონის ტიტული ექიმებს მიუძღვნა
პსჟ-მ ჩემპიონის ტიტული ექიმებს მიუძღვნა

„პარი სენ-ჟერმენმა“ თავის ისტორიაში მეცხრე საჩემპიონო ტიტული მედიცინის სფეროს თანამშრომლებს მიუძღვნა, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ.

„ჩვენ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს ვუძღვნით ჯანდაცვის ყველა თანამშრომელს და სხვა გმირებს, რომელთა შრომა და თავდადება მრავალი კვირის განმავლობაში, ჩვენს აღფრთოვანებას იწვევს“, – წერია კლუბის პრეზიდენტის ნასერ ალ-ჰელაიფის განცხადებაში.

საფრანგეთში საფეხბურთო სეზონი ნაადრევად დასრულდა და „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონად გამოცხადდა.