ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ შეადგინა „პარი სენ-ჟერმენის“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები. 11 საუკეთესოს შორის ვერ მოხვდნენ ფრანგული კლუბის ამჟამინდელი ლიდერები – ნეიმარი და კილიამ მბაპე.
„ეკიპის“ მიერ შედგენილი გუნდის შემადგენლობა ასეთია:
ლამა – ფურნიე, რიკარდო გომესი, მარკინიოსი, ჰაინცე – ვერატი, მატუიდი, რაი, რონალდინიო – ვეა, იბრაჰიმოვიჩი. მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.