პსჟ-ის ულტრასებმა ნეიმარისა და მესის წინააღმდეგ აქციები მოაწყვეს [ვიდეო] #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ რადიკალურად განწყობილი ფანები კლუბის ფორვარდის, ნეიმარის სახლთან მივიდნენ და მას გუნდის დატოვების მოთხოვნა წაუყენეს.
აქციის ვიდეო გამოცემა AS-მა გამოაქვეყნა.
გარდა ამისა, ფანები კლუბის ოფისთან მივიდნენ და შეურაცხმყოფელ ფრაზებს სკანდირებდნენ ლიონელ მესის მისამართით.
„მესი ნაძირალა“, – ყვიროდნენ გულშემატკივრები.
აქციაზე ასევე კრიტიკა დაიმსახურეს პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ და ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ.