პსჟ-ის საკლუბო მაღაზიებმა დავალება მიიღეს - მოემზადონ მესის ტრანსფერისთვის
რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, უახლოეს დროში „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ ფორვარდის ლიონელ მესის შეძენის შესახებ გამოაცხადებს.
როგორც ირკვევა, პარიზული გუნდის სპეციალიზებულმა საკლუბო მაღაზიებმა მიიღეს დავალება – მოემზადონ ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადებისთვის.
უფრო ადრე, „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ემილი რუსომ განაცხადა, რომ თუ მესის გუნდში დარჩენა სურს, ხელფასის დაკლებაზე წასვლა მოუწევს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრის შემდეგ, „ბარსელონა“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. როცა წილისყრის შედეგების შესახებ შეიტყო, პარიზელთა ფორვარდმა ნეიმარმა „ბარსელონაში“ თავის ყოფილ თანაგუნდელს მესის „ინსტაგრამში“ მიმართა: „მალე შევხვდებით, ჩემო მეგობარო!“