პსჟ-ის ფეხბურთელი ლუკას ერნანდესი ადამიანებით ვაჭრობაში დაადანაშაულეს #1TVSPORT
ვერსალის პროკურატურამ საჩივარი მიიღო „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველზე, ლუკას ერნანდესზე. 29 წლის ფეხბურთელი და მისი ცოლი ვიქტორია ტრიაი ადამიანებით ვაჭრობასა და უკანონო დასაქმებაში დაადანაშაულეს, – წერს გამოცემა Paris Match-ი.
ბრალი წამოაყენა ხუთი ადამიანისგან შემდგარმა კოლუმბიურმა ოჯახმა (მამა, დედა, სამი შვილი), რომელიც წყვილთან ოფიციალური დოკუმენტების გარეშე მუშაობდა. ისინი ასრულებდნენ დაცვის, შინამოსამსახურის, მზარეულისა და ძიძის მოვალეობებს 2024 სექტემბრიდან 2025 წლის ნოემბრის პერიოდში.
„ისინი ჩვენს ექსპლუატაციას ეწეოდნენ, გვამცირებდნენ, გაცილებით ნაკლებს გვიხდიდნენ, ვიდრე გვეკუთვნოდა. ისინი ეწეოდნენ იმიგრანტებისა და მათი ოჯახების ექსპლუატაციას, ჰპირდებოდნენ ლეგალიზაციას, რომელიც არასოდეს მოხდება და გვეპყრობიან, როგორც მონებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მომჩივანმა.
„ლუკას ერნანდესი მხოლოდ ხელს უწყობდა იმას, რომ ეს ოჯახი აღმოჩენილიყო მძიმე ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობაში. ხშირად მისი საქციელი თანამედროვე მონობასთან იყო მიახლოებული“, – განაცხადა კოლუმბიური ოჯახის ადვოკატმა, ლოლა დუბუამ.
აღნიშნავენ, რომ ერნანდესი და მისი ცოლი „სრულიად გაოგნებულნი დარჩნენ“ ასეთი ბრალდებებით.