“პარი სენ-ჟერმენის” ფანები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წინ, ხელს უშლიდნენ მადრიდის “რეალის” მოთამაშეებს დაძინებაში. როგორც El Mundo Deportivo წერს, პარიზული კლუბის გულშემატკივართა 50-კაციანი ჯგუფი ღამით მღეროდა, ყვიროდა და პეტარდებს ისროდა იმ სასტუმროს წინ, რომელშიც ესპანეთის ჩემპიონის ფეხბურთელები გაჩერდნენ.
“პარი სენ-ჟერმენისა” და “რეალის” განმეორებითი მატჩი დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი I არხზე შედგება. პირველი შეხვედრა “რეალს” 3:1 აქვს მოგებული.