„ბარსელონას“ ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი ლონდონის „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა – იტყობინება „სპორტი“ (Sport). პარიზული და ლონდონური კლუბები მზად არიან რაკიტიჩის შესაძენად იმ შემთხვევაში, თუ ხორვატი სეზონის ბოლოს „ბარსელონას“ დატოვებს.
ჭორები რაკიტიჩის „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც კატალონიელებმა „აიაქსიდან“ ფრენკი დე იონგი შეიძინეს.