საფრანგეთის ჩემპიონმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონას“ ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით მოთხოვნები წაუყენა.
ჭორები მოთამაშის კატალონიაში დაბრუნებაზე მეორე ზაფხულია აქტიურად ვრცელდება, მაგრამ პროცესს აფერხებს კორონავირუსით გამოწვეული ფინანსური კრიზისი. როგორც ტელეკომპანია El Chiringuito იტყობინება, „პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის გაცვლასა და ფულის დამატებაზე – პარიზელები ითხოვენ 80 მილიონ ევროსა და უსმან დემბელეს.
„ბარსელონამ“ დემბელე 2017 წელს სწორედ ნეიმარის შემცვლელად შეიძინა, თუმცა, ფრანგი დიდ დროს ლაზარეთში ატარებს.