პროტესტანტულ – ევანგელურ ეკლესიაში საშობაო ღვთისმსახურება მიმდინარეობს

16:39, 25.12.2018

პროტესტანტულ – ევანგელურ ეკლესიაში საშობაო ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას ადგილობრივი მრევლი ესწრება.

ქრისტეს შობას „ხსნის არმიის“ მრევლი გალობითა და ლოცვით აღნიშნავს. წაიკითხეს საშობაო ნაწყვეტი წმინდა წერილიდან.

საქართველო ერთ-ერთია იმ 130 ქვეყნიდან, სადაც ქრისტიანული ეკლესია და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ხსნის არმია“ მოღვაწეობს. „ჯარი იარაღის გარეშე“,- ასე უწოდებენ ორგანიზაციას, რომლის წევრები ხშირად ჯარისკაცები და ოფიცრები არიან.

 

მსგავსი