პროკურატურამ „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო
პროკურატურამ „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, პროკურატურამ „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. ამის შესახებ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. პირველი არხი შეეცდება, პროკურატურიდან და „თიბისი ბანკიდან“ მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, თუ რას უკავშირდება გამოძიება.