პროკურატურა - მზად ვართ, სამშაბათს ზაზა სარალიძეს საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს
პროკურატურა - მზად ვართ, სამშაბათს ზაზა სარალიძეს საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მოთხოვნას, საქმის პროკურორებთან შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა პასუხობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მზად არინ, საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში, სამშაბათს ზაზა სარალიძეს საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურა ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც შედგება სამშაბათს. დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი, როგორც თავად ზაზა სარალიძისთვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე.

თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ მოკლებული ვართ შესაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ, სამშაბათს საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.