პროკურატურა - მიღებულია გადაწყვეტილება აქციისას დაკავებულთა უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას დაკავებული პირებიდან უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ამის შესახებ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„აქციის მიმდინარეობისას სხვადასხვა სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 121 პირს, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამჟამად პატიმრობაში რჩება 54 პირი.
კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მათი მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.