პროკურატურა - მამუკა ხაზარაძე წერილის საკითხზე განმეორებით დაიკითხა, მან შუამავალი პირი არ დაასახელა
მამუკა ხაზარაძე მის მიერ დასახელებულ წერილთან დაკავშირებით განმეორებით დაიკითხა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს. პროკურატურის ცნობით, მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა შუამავალი პირი.
„მამუკა ხაზარაძე მის მიერ დასახელებულ წერილთან დაკავშირებით განმეორებით დაიკითხა მიმდინარე საქმის ფარგლებში.
მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა შუამავალი პირი.
შესაბამისად, ამ ეტაპზე გამოძიება მოკლებულია მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას“, – განაცხადეს პროკურატურაში.
რამდენიმე დღის წინ, გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა.