პროგრამა „დაიბრუნე შენი ქუჩები“ თბილისში სპორტულ ღონისძიებას აწყობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საქართველოს კორპორაციული სპორტის ფედერაცია და ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი დღეს, 27 მაისს, საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ ტერიტორიაზე, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის პროგრამა #დაიბრუნეშენიქუჩები-ს ღონისძიებას აწყობენ.
საღამოს პროგრამა მოიცავს: საკალათბურთო მოედნის გახსნის ცერემონიას.
სპორტულ-სახალისო თამაშებს ადგილობრივი მცხოვრებლებისა და მოყვარული სპორტსმენების მონაწილეობით.
ფოტოსესიებს საქართველოს ნაკრებისა და სუპერლიგის კალათბურთელებთან.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, საქართველოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის, ქ. თბილისის მერიის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით. დასაწყისი 19:00 საათზე.