პროფესიონალი მებრძოლების პროგნოზები ჰოლოვეისა და ვოლკანოვსკის ბრძოლაზე
პროფესიონალი მებრძოლების პროგნოზები ჰოლოვეისა და ვოლკანოვსკის ბრძოლაზე

ლას ვეგასში 15 დეკემბერს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიგი ღონისძიება გაიმართება. „ტი მობაელ“ არენაზე 3 სატიტული ბრძოლა შედგება. ერთერთი ასეთი დაპირისპირება მაქს ჰოლოვეისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის ჩატარდება. ბუკმეიკერული კომპანიები ფავორიტად მოქმედ ჩემპიონს მიიჩნევენ. ამ ძალიან საინტერესო ბრძლასთან დაკავშირებით მოსაზრება არაერთმა ცნობილმა მებრძლმა გამოთქვა

კევინ ლი – მე ვფიქრობ, რომ მაქსი გაიმარჯვებს. მას ძალიან კომფორტული სიმაღლე აქვს ვოლკანოვსკისთან შედარებით და მაქსმა ამ უპირატესობის გამოყენება კარგად იცის.

გეოფ ნილი – მე ჰოლოვეის მოგებას ავიღებდი. ის დომინირებს ამ დივიზიონში. ვფიქრობ, რომ კონკრეტულად ამ ბრძოლაში გამძლეობა იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რაც მაქსს გაცილებით უკეთესი აქვს.

კოდი სტამანი – მე აუცილებლად ჰოლოვეის გამარჯვებას ავიღებდი. თუმცა მას შემდეგ რაც ვოლკანოვსკის ბრძოლა ვიხილე ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ აზრი შემეცვალა. ვფიქრობ რომ ძალიან მძიმე და დაძაბული დაპირისპირება იქნება.

რიკი სიმონი – მე ვფიქრობ, რომ ჩემი მეგობარი მაქსი ამ ბრძოლას მოიგებს. მას ძალიან მრავალფეროვანი ტექნიკური არსენალი გააჩნია. მე ჰოლოვეის დიდი ფანი ვარ.

იან ჰეინში – ვფიქრობ ჰოლოვეი ამ ბრძოლასაც მოიგებს

ირენ ალდანა – ჩემთვის ძალიან რთულია ამ ბრძოლაში ფავორიტის დასახელება. ვოლკანოვკსი ფიზიკურად ძალიან ძლიერია. თუმცა ჰოლოვეი უაღრესად ტექნიკურია.

ჯო სოლეცკი – ვოლკანოვსკი ძალიან კარგ ფორმაშია და ვიქრობ, რომ ამ დივიზიონს რამდენიმე დღეში ახალი ჩემპიონი ეყოლება.