პრობლემები ისევ არის - კიტეიშვილმა ტრავმაზე ისაუბრა #1TVSPORT
პრობლემები ისევ არის - კიტეიშვილმა ტრავმაზე ისაუბრა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის თქმით, ჯერ კიდევ უცნობია, გრაცის „შტურმს“ როდის დაუბრუნდება – ამის შესახებ ქართველმა ნახევარმცველმა Sky Sport Austria-სთან ისაუბრა, რომელიც მას „ქართველ პროფესორს“ უწოდებს.

„ჯერ ფორმაში არ ვარ, კიდევ მაქვს რამდენიმე პრობლემა. ბოლო ხუთი დღე თავს უკეთ ვგრძნობდი და რაღაცის გაკეთებაც კი მოვახერხე მოედანზე. ბევრის არა, მაგრამ ყოველდღე ამ პროგრესს ვუყურებ და იმედი მაქვს, გუნდში მალე დავბრუნდები“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

საქართველოს ნაკრებისა და „შტურმის“ ნახევარმცველი ამ ყველაფრიდან გამომდინარე არ მალავს, რომ ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია.

„ძალიან რთული სათქმელია, დაბრუნებას როდის შევძლებ, რადგან რაღაც მომენტში მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა ისევ გამიუარესდა. ასე რომ, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი“.

შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმში“ ბოლოს 21 მაისს ვენის „აუსტრიასთან“ ითამაშა. მერე საქართველოს ნაკრების ფორმით სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას სადებიუტო გოლიც გაუტანა.

მაგრამ ავსტრიულ გუნდთან ერთად შეკრებაზე საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი დაშავდა და დღემდე თამაშს ვერ ახერხებს.