პრიზი კვარაცხელიას - სერია A-ს თვის მოთამაშე „სპეციასთან“ შეხვედრამდე დააჯილდოეს #1TVSPORT
„ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ სერია A-ს მე-6 ტურში „სპეციას“ ხვდება. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და პრიზი სტადიონზე გადასცეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელიც მოწმობს 77 ნომრის დიდ გავლენას ჩვენს ჩემპიონატზე. მისი თამაში საოცარი იყო და 5 მატჩში უკვე 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. კვარაცხელია აძურის გულშემატკივართა გულში უკვე შევიდა კარგი თამაშისა და მარცხენა ფლანგზე დრიბლინგის წყალობით“ – წერს spazionapoli.
დღეს ლუჩანო სპალეტი შეტევაში კვარაცხელიას ვიკტორ ოსიმენას გარეშე დაეყრდნობა. ქართველი გარემარბი სეზონის სანახაობრივი დაწყების მთავარი გმირი იყო.