პრეზენტაცია ბათუმში - „ვალენსია“ და „ეინდჰოვენი“ Ajara Cup 2019-ზე იბრძოლებენ
ბათუმში Ajara Cup 2019-is პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო ტურნირს აჭარის დედაქალაქი 6-10 ოქტომბერს უმასპინძლებს – ორგანიზატორთა თქმით, მომავალში „აჭარა ქაფ“ ტრადიციული გახდება.
მთავარი პრიზისთვის 2005 წელს დაბადებულთა რვა გუნდი იბრძოლებს, ოთხი ქართული და ოთხიც – უცხოური. ქართული გუნდებია „საბურთალო“, „დინამო თბილისი“, ბათუმის „დინამო“ და ფეხბურთის ფედერაციის აკადემია. საზღვარგარეთიდან კი მოწვეულები არიან „ვალენსია“, „ბაბელსბერგი 03“, „პსვ ეინდჰოვენი“ და განის 14-წლამდელთა ნაკრები.
ტურნირი ანგისას ბაზაზე ჩატარდება. გუნდები ჯგუფებში ოთხ-ოთხად გადანაწილდებიან, ჯგუფურ ეტაპზე თამაშები 35-წუთიანი იქნება, ნახევარფინალი და ფინალი კი – 40 წუთიანი. ყველა გუნდი ითამაშებს მინიმუმ ხუთ თამაშს და თითოეული მათგანი ტურნირს კონკრეტულ პოზიციაზე (1-8) დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირმა იმხელა ინტერესი გამოიწვია, რომ Ajara Cup 2019-ის პარტნიორი ერთდროულად რამდენიმე სუბიექტია, ხოლო Ajara Cup 2019 პარტნიორი ბათუმის „დინამოა“.