„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა მარსელო ბეჰლერმა.
უფრო ადრე რამდენიმე ესპანურმა წყარომ მიუთითა იმის შესახებ, რომ მესიმ უკვე გამართა მოლაპარაკებები „სიტის“ მთავარ მწვრთნელთან ხოსეპ გვარდიოლასთან.
შეგახსენებთ, რომ მესიმ გამოიყენა თავის ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მას შეუძლია ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, ცალმხრივად გაწყვიტოს კონტრაქტი და „ბარსელონადან“ წავიდეს. თუმცა, კატალონური კლუბი არ აპირებს ფეხბურთელის გაშვებას 700 მილიონ ევროზე დაბალ თანხად. თუ მესი ცალმხრივად შეწყვეტს ხელშეკრულებას, „ბარსელონა“ ფეხბურთელთან სასამართლო დავას აპირებს.