პრემიერლიგისა და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს #1TVSPORT
პრემიერლიგის ფეხბურთელი გაუპატიურების ბრალდებით ჩრდილოეთ ლონდონში დააპატიმრეს, – წერს გაზეთი The Telegraph. ფეხბურთელი დაახლოებით 30 წლისაა, ინგლისის ნაკრების წევრია და გასულ თვეს ქალზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. მისი გვარი იურიდიული მიზეზებით არ სახელდება.
სკოტლანდ იარდმა დაადასტურა ფეხბურთელის დაკავება.
„4 ივლისს პოლიციაში შემოვიდა განცხადება 20 წლის ქალის გაუპატიურებაზე. სავარაუდო დანაშაული მოხდა 2022 წლის ივნისში. მომხდარის გარემოებათა შემოწმება გრძელდება“, – წერის ლონდონის პოლიციის განცხადებაში.
გამოცემა ამტკიცებს, რომ ლაპარაკია მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელზე და ჯერ არ არის გარკვეული, ითამაშებს თუ არა ის თავის კლუბში ახალ სეზონში.