პრემიერლიგის უახლოეს ტურის მატჩებში უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია დაიგეგმა - ამის გამო ჩინეთმა ინგლისის ჩემპიონატის თამაშების ტრანსლირება გააუქმა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგა აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. გამოცხადდა, რომ უქმეებზე მორიგ ტურში ინგლისის ჩემპიონატის ოცივე გუნდი მატჩების წინ სოლიდარობას გამოუცხადებს უკრაინელ ხალხს.
BBC-მ გაარკვია, რომ ამ დაგეგმილი აქციების გამო, ჩინეთი არ აპირებს უახლოეს უქმეებზე პრემიერლიგის მატჩების ტრანსლირებას.
პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩებისას, გუნდების კაპიტნებს უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამკლავურები ეკეთებათ, თამაშების დაწყებამდე კი სტადიონზე მყოფ ყველა ადამიანს შეეძლება უკრაინის მიმართ თავისი სოლიდარობის გამოხატვა.
ასევე სტადიონების ტაბლოებზე უკრაინის დროშის ფონზე გამოისახება წარწერა – „ფეხბურთი გვაერთიანებს“. გარდა ამისა, მატჩების მიმდინარეობისას ეს სიტყვები სარეკლამო ბანერებზე გამოჩნდება.