ინგლისის ფეხბურთელთა პროფკავშირმა პრემიერლიგის 2017-18 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
11 ფეხბურთელს შორის, ინგლისის ახალ ჩემპიონ “მანჩესტერ სიტის” ხუთი მოთამაშე ჰყავს წარმოდგენილი.
მოთამაშეთა პროფკავშირების ვერსიით სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე – დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”);
მცველები – კაილ უოკერი (“მანჩესტერ სიტი”), იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”), ნიკოლას ოტამენდი (“მანჩესტერ სიტი”), მარკოს ალონსო (“ჩელსი”);
ნახევარმცველები – დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”), კრისტიან ერიქსენი (“ტოტენჰემი”), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”);
ფორვარდები – მოჰამედ სალაჰი (“ლივერპული”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”).