პრემიერლიგის რვა კლუბი ითხოვს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოსგან არ დაუშვას ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტის“ მონაწილეობა
პრემიერლიგის რვა კლუბი ითხოვს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოსგან არ დაუშვას ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტის“ მონაწილეობა

პრემიერლიგის რვა კლუბმა მიმართა ერთობლივი განცხადებით სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს – არ დაუშვას „მანჩესტერ სიტის“ შესაძლო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში, – წერს გაზეთი „დეილი მეილი“.

ამ რვა კლუბს შორის არიან – „ლივერპული“, „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“. ამ გუნდებს მიაჩნიათ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მოითხოვს მისი სასჯელის გადადებას იქამდე, სანამ კლუბის მიერ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილი აპელაციის განხილვა გრძელდება. რვავე კლუბი მოვლენათა ამგვარი განვითარების კატეგორიული წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, რომ „სიტის“ მომავალი სეზონიდან ორი განმავლობაში აკრძალული აქვს მონაწილეობა ევროტურნირებში, რადგან უეფამ მანჩესტერელები დამნაშავედ სცნო ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევაში.