პრემიერლიგის მეექვსე მწვრთნელმა დაკარგა სამუშაო კლოპის „ლივერპულთან“ წაგების შემდეგ #1TVSPORT
„ბორნმუთის“ მთავარი მწვრთნელი სკოტ პარკერი მეექვსე სპეციალისტი გახდა, ვინც პრემიერლიგაში პოსტი დაკარგა იურგენ კლოპის „ლივერპულთან“ წაგებული მატჩის შემდეგ. ამის შესახებ ვებგვერდი Whoscored წერს.
უფრო ადრე პარკერის ბედი გაიზიარეს: ფრანჩესკო გვიდოლინმა („სუონსი“, 2016 წელი), სლავენ ბილიჩმა („ვესტ ჰემი“, 2017), სლავიშა იოკანოვიჩმა (ფულჰემი, 2018), ჟოზე მოურინიომ (მანჩესტერ იუნაიტედი, 2018) და მარკო სილვამ (ევერტონი, 2019).
41 წლის პარკერი 2021 წლის ივლისში ჩაუდგა სათავეში „ბორნმუთს“. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მეორე ადგილი ჩემპიონშიფის შარშანდელ სეზონში და ავტომატურად გადავიდა პრემიერლიგაში. პარკერმა მთავარი მწვრთნელის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ბოლო ტურში „ლივერპულთან“ 0:9 წააგო.