პრემიერლიგის გულშემატკივრებმა ლიგაში 16 ცვლილებას მისცეს ხმა: VAR-ის გაუქმება, ჩირლიდერები, ალკოჰოლი #1TVSPORT
პრემიერლიგის გულშემატკივრებმა ლიგაში 16 ცვლილებას მისცეს ხმა: VAR-ის გაუქმება, ჩირლიდერები, ალკოჰოლი #1TVSPORT

ბრიტანულმა გაზეთმა The Sun-მა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომელშიც ინგლისის პრემიერლიგის გულშემატკივრებმა მხარი დაუჭირეს 16 ცვლილებას, რაც უკეთესს გახდიდა საფეხბურთო მატჩებზე მათ დასწრებას.

პრემიერლიგის გულშემატკივრების TOP16 სურვილი ასე გამოიყურება:

* ყველა გუნდისთვის სახელფასო ლიმიტის შემოღება.

* კლუბების უფრო მეტი მხარდაჭერა გასვლით მატჩებზე მოგზაურობაში.

* გასვლითი მატჩების უკეთესი დაგეგმვა.

* VAR-ის აკრძალვა.

* მწვრთნელებისთვის მსაჯის გადაწყვეტილებების გასაჩივრებაზე უფლები მინიჭება.

* უცხოელებისთვის კლუბების მფლობელობის აკრძალვა.

* გულშემატკივრებს მატჩის დროს ტრიბუნაზე ალკოჰოლის მიღების ნება დართონ.

* ჩირლიდერების შოუ მატჩის შესვენებაზე.

* „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ შექმნა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელების მონაწილეობით.

* ციფრული ბილბორდები, რომელიც მატჩის დროს პირდაპირ ეთერში უჩვენებს საფეხბურთო მიმებსა და ტვიტებს.

* თამაშგარის გაუქმება, რათა გავიდეს მეტი გოლი.

* ჩვეულებრივი ადამიანებისთვის შანსი – მოხვდნენ მინდორზე.

* მატჩების შესვენებისას მუსიკალური გამოსვლები სუპერბოულის სტილში.

* მატჩის შემდეგ ფეიერვერკები.

* ნება დართონ გულშემატკივრებს, მიიღონ გუნდის შეცვლების შესახებ გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში ხმის მიცემის მეშვეობით.

* გაიზარდოს კარის ზომა, რათა გავიდეს ბევრი გოლი.