პრემიერლიგის განახლების შემთხვევაში შეხვედრები, შესაძლოა 90 წუთზე ნაკლები დრო გაგრძელდეს
პრემიერლიგის განახლების შემთხვევაში შეხვედრები, შესაძლოა 90 წუთზე ნაკლები დრო გაგრძელდეს

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გორდონ ტეილორმა BBC-ის რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერლიგის განახლების შემთხვევაში, შეხვედრები, შესაძლოა 90 წუთზე ნაკლები დრო გაგრძელდეს, – იტყობინება The Sun.

უეფა-ს რეკომენდაციის მიხედვით, ორ აგვისტომდე ყველა შეხვედრა დამთავრებული უნდა იყოს. ინგლისელთა გადაწყვეტილებით, სეზონის განახლების შესაძლო თარიღად 19 ივნისი დასახელდა, აქედან გამომდინარე დარჩენილი ტურები შვიდი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს. ამავე დროში უნდა მოესწროს ინგლისის თასების ჩატარებაც. ცოტა ხნით ადრე იტყობინებოდნენ, რომ ინგლისის ჩემპიონატის მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე გაიმართებოდა. ასევე, გავრცელდა ხმები შეხვედრების ავსტრალიაში გამართვის თაობაზე.

ბოლო მონაცემებით, ინგლისში კოვიდ 19-ის ორასი ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილი კი 28 734 ათასი ადამიანია.