პრემიერლიგის 2020-21 წლების სეზონი ლონდონური დერბით გაიხსნა, რომელშიც დებიუტანტი „ფულჰემი“ „არსენალს“ მასპინძლობდა.
სტუმრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. მერვე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის დასაწყისში გაბრიელმა გაზარდა უპირატესობა. ის გახდა „არსენალის“ მეათე ფეხბურთელი, ვინც სადებიუტო მატჩში გაიტანა გოლი. 57-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეანგის გოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 3:0.
სამიდან ორ გოლში შედეგიანი გადაცემა გააკეთა „არსენალის“ კიდევ ერთმა დებიუტანტმა ვილიანმა.