ინგლისში იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ზამთრის შესვენების არარსებობა ეროვნული ნაკრების შედეგებსა და ევროთასებზე ინგლისური კლუბების მაჩვენებლებზე ცუდად მოქმედებს.
ამიტომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ინგლისის პრემიერლიგასთან ზამთრის პაუზის შემოღება შეათანხმა, – ამის შესახებ გაზეთი ‘თაიმსი’ (The Times) წერს. 2019-20 წლების სეზონიდან მოყოლებული, ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის მატჩები უიქენდიდან შუა კვირაში გადაინაცვლებს, ასევე გაუქმდება გადათამაშებები. ამ გზით თებერვლის დასაწყისში პრემიერლიგაში 13-დღიანი შესვენება გაჩნდება.