პრემიერლიგაში სეზონის საუკეთესო გოლი გამოავლინეს [ვიდეო]
პრემიერლიგაში სეზონის საუკეთესო გოლი გამოავლინეს [ვიდეო]

„საუთჰემპტონის“ მაროკოელი ნახევარმცველის სოფიან ბუფალის გოლი ინგლისის პრემიერლიგაში, 2017-2018 წლების სეზონში საუკეთესოდ აღიარეს.

გოლის ვიდეო ტურნირის ოფიციალურ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ბუფალმა გამარჯვების გოლი პრემიერლიგის მეცხრე ტურში, “ვესტ ბრომვიჩის” კარში გაიტანა. მან საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი და მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა იქამდე, სანამ ზუსტად დაარტყამდა.

ბუფალის ამ გოლით “საუთჰემპტონმა” 1:0 მოიგო.