პრემიერლიგაში ლეგიონერებზე ლიმიტის შემოღებას ფიქრობენ
პრემიერლიგაში ლეგიონერებზე ლიმიტის შემოღებას ფიქრობენ

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის გამო, ინგლისის პრემიერლიგაში, შესაძლოა, ლეგიონერებზე ლიმიტი დააწესონ. როგორც გაზეთი „თაიმსი“ (The Times) ამტკიცებს, შესაბამისი წინადადებით ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ პრემიერლიგის ხელმძღვანელობას მიმართა.

როგორც ირკვევა, პრემიერლიგა განიხილავს განაცხადზე ლიმიტის დაწესებას. ის ნებას დართავს გუნდს 25-კაციან შემადგენლობაში 12 ლეგიონერი იყოლიოს. ამასთან, საფეხბურთო ასოციაცია მოახდენს ზეწოლას პრემიერლიგაზე, რათა ამ უკანასკნელმა მიიღოს ეს პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხბურთელებს ევროკავშირიდან ისეთივე მოთხოვნები დაუწესდებათ სამუშაოს მიღებაზე, როგორიც არაევროკავშირის ქვეყნების ფეხბურთელებს აქვთ.