პრემიერლიგაში კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა
პრემიერლიგის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ლიგის 20 გუნდიდან ათში დაფიქსირდა კორონავირუსის დადებითი ტესტები. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩატარდა ტესტირების მეოთხე ეტაპი. აღნიშნული ტესტების ჩატარების მომენტიდან დღემდე, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აღნიშნავენ, რომ დაინფიცირების საერთო დონე დაბალი რჩება, რადგან 1595 ფეხბურთელსა და კლუბების თანამშრომლებს ტესტები 21-27 სექტემბერის პერიოდში ჩაუტარდათ. თუმცა, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე შემოწმების წინა სამ შემთხვევაში: პირველი ტესტირებისას კორონავირუსი სამ ადამიანს აღმოაჩნდა, მეორე ტესტირებისას – ოთხს და მესამე ჯერზე – ისევ სამს.
ყველაზე მეტად დაზარალდა „ვესტ ჰემი“. გასულ სამშაბათს, გუნდის მთავარ მწვრთნელს დევიდ მოიესსა და ფეხბურთელებს – ისა დიოპსა და ჯოშ კალენს სასწრაფოდ მოუწიათ ლონდონის სტადიონის დატოვება „ჰალთან“ მატჩის წინ, რადგან ამ ტრიოს ტესტების დადებითი შედეგის შესახებ აცნობეს.