პრემიერლიგამ კორონავირუსზე 1130 ტესტი ჩაატარა - ლიგაში ინფიცირებულები აღარ არიან
პრემიერლიგამ კორონავირუსზე 1130 ტესტი ჩაატარა - ლიგაში ინფიცირებულები აღარ არიან

ინგლისის პრემიერლიგამ გამოაქვეყნა კორონავირუსზე ტესტირების ახალი ციფრები.

მეოთხე ეტაპზე ლიგამ ტესტირება ჩაუტარა კლუბების 1130 ფეხბურთელსა და თანამშრომელს – ყველა სინჯს უარყოფითი შედეგი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ წინა სამი ეტაპისას კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა დაფიქსირდა და თორმეტივე ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია. მონაცემები გამოქვეყნდა ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე.

პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება. ამ დღეს ჩატარდება ორი გადატანილი მატჩი: „ასტონ ვილა“-„შეფილდი“ და „მანჩესტერ სიტი“-„არსენალი“. 19 ივნისიდან დაიწყება ახალი ტურის მატჩები.