პრემიერ ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს
პრემიერ ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს

ინგლისის პრემიერ ლიგაში ლიდერი შეიცვალა: შაბათს გამართულ მეშვიდე ტურში „ლივერპულმა“ პირველი ქულები დაკარგა, რითაც „მანჩესტერ სიტიმ“ ისარგებლა, „ბრაიტონს“ 2-0 მოუგო და მერსისაიდელებს ქულებით გაუთანაბრდა.

„სიტის“ გამარჯვება რაჰიმ სტერლინგმა და სერხიო აგუერომ მოუტანეს, „ლივერპულმა“ კი სტუმრად „ჩელსისთან“ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მატჩის მიწურულს, სტარიჯის შორეული დარტყმის წყალობით მოახერხა. მანამდე, პირველ ტაიმში, ანგარიში ედენ აზარმა გახსნა.

ამრიგად, 19-19 ქულით, ინგლისის ჩემპიონატს „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ ლიდერობენ, თუმცა „სიტის“ მიღებული და გატანილი გოლების უკეთესი სხაობა აქვს (+18).

მესამეზე, 17 ქულით, „ჩელსი“ იმყოფება.